Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ეთერ ხარაიშვილი

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. გახლავთ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 1978 წლიდან მუშაობს უნივერსიტეტში, მისი სამეცნიერო სფეროები და კვლევის მიმართულებებია: კონკურენცია აგროსასურსათო სექტორში და პროდუქტების კონკურენტუნარიანობის კვლევა; ფერმერულ მეურნეობათა დივერსიფიკაცია, ევროპული მოდელები და გამოწვევები საქართველოში; აგრობიზნესის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების შესწავლა. არის ათეული პუბლიკაციის ავტორი, მათგან საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებსა და სამეცნიერო კონფერენციების შრომათა კრებულებში. არის 8 სახელმძღვანელოსა და 3 მონოგრაფიის ავტორი, 20-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის, ვორქშოპისა და კონგრესის მონაწილე და მომხსენებელი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.
არის პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დარგობრივი ეკონომიკის განვითარების პოლიტიკის საბჭოს წევრი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, სოფლის მეურნეობის ეკონომისტთა ევროპული ასოციაციის წევრი (შვეიცარია), ბუნების ისტორიის ევროპული აკადემიის ნამდვილი.